14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უფრო მძიმდება და ამას თავადაც ამბობენ - ირაკლი ნადირაძე

მიხეილ სააკაშვილი მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება - განცხადება "ვივამედში" გაკეთდა.

კლინიკურმა დირექტორმა და ექსპრეზიდენტის მკურნალმა ექიმებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, პაციენტი შერჩეული პროდუქტებით კვებას განაგრძობს და ლოგიკურია წონის კლების ის დინამიკა, რომელიც დღემდე არსებობს. ექიმების განცხადებით, ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის მასა ძალიან დაქვეითებული რჩება.

თემაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

"ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უფრო მძიმდება და ამას თავადაც ამბობენ, რომ არის კრიტიკული მდგომარეობა ამასაც ვერ უარყოფენ. საუბარი არის იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული და შეიძლება ერთ-ერთი, თუ მთავარი მიზეზი არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს იყოს ეს. ფაქტობრივად დღეს გამოვიდა, რომ მათ პასუხისმგებლობა მოიხსნეს, გვითხრეს ღიად, რომ ხვალ, ზეგ, ან დღეს რა მოხდება არავინ არ იცის და პასუხისმგებლები არ არიან. სამაგიეროდ უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე დაემართოს ეს არის პირდაპირ ხელისუფლების ბრალეულობა," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები