14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი, რაც უფრო მეტად დასუსტდება "ნაცმოძრაობა", მით უკეთესი - ირაკლი კობახიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები და ბოიკოტთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა კიდევ ერთხელ შეფასდა ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის არათანმიმდევრულობა პარტიის სისუსტის შედეგია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის შიგნით მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს მათ დაშლას.

"რეალურად რა მოხდა, მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და შესაბამისად ფრაქცია დატოვა რომან გოცირიძემ და მიხვდნენ რომ ბოიკოტი კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს მათ დაშლას. ამით გამოავლინეს კიდევ ერთხელ არათანმიმდევრულობა და გადაწყვიტეს უკვე პარლამენტის ბოიკოტის მოხსნა, შემოდიან კომიტეტებზე, მერე სხვა ვითარება ექნებათ, კიდევ შეცვლიან პოზიციას. ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი და კარგია, რაც უფრო მეტად დასუსტდება ნაცმოძრაობა, რაც უფრო მეტად აჩვენებს მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები