კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც სურსათის ფასებს დაარეგულირებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდან არის აღებული და ამ შემთხვევაში ოპოზიცია ზეპირად საუბრობს.
"მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ჯერჯერობით ზეპირად საუბრობს გარკვეულ საკითხებზე, თუ რა იქნება ამ კანონპროექტში. პრემიერ-მინისტრმა ძალიან ცხადად თქვა, რომ რაიმე უხეში ჩარევა ბიზნესის საქმიანობაში არ იგეგმება. აღნიშნული დირექტივა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდან არის აღებული. გულისხმობს არა ფიქსირებული მარჟებისა ან ფიქსირებული ფასების დაწესებას კვების პროდუქტების ან სურსათის მიმართულებით, ეს უბრალოდ გულისხმობს სწორი, სამართლიანი და ცხადი ურთიერთობის წესების ჩამოყალიბებას რითეილს - იმპორტიორსა და დისტრიბუტორებს შორის. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამ ფასნამატებში არის გარკვეული კრიტიკული სვეტები, სადაც მეტი კონკურეტუნარიანობის საშუალებით შესაძლებელია უფრო მეტი სამართლიანი და კონკურენტუნარიანი და დაბალი ფასის მიღწევა, სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება აღნიშნული კანონპროექტი," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.