14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
გვექნება მსჯელობა, თუ რა ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ ქვეყანა სამარცხვინო ვითარებაში არ ჩააგდოს ხელისუფლებამ - დავით უსუფაშვილი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტზე

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ არცერთ კანონპროექტს, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. "ლელოს" წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება.

"ჩვენ გვექნება მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთ სამარცხვინო ვითარებაში არ ჩააგდოს ხელისუფლებამ და ის ყურით მოთრეული თემები, რომ თითქოს ეს კეთდება გამჭვირვალობისთვის, რა ალტერნატიული გზებითა და მექანიზმებით არის მიღწევადი, ისე რომ არავის აგენტი არ ვეძახოთ, ისე რომ დასავლეთიდან მომავალი დახმარება ქართველი ხალხისკენ მიმართული არ ჩავთვალოთ აგენტების საძიებლად გამოყოფილ თანხად," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით" უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

 

დღის ამბები