14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
არავითარ რევოლუციას ის არ აპირებდა...კონკრეტული გეგმით ჩამოდიოდა, რომ გადაერჩინა თავისი ქვეყანა - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

როგორ განმარტავს უკრაინელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის დედა - გიული ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა პოლიტიკური პროცესი იყო და ის კონკრეტული გეგმით ჩამიოდიდა.

"გამოთქმაა ეს რევოლუცია, რა თქმა უნდა, არავითარ რევოლუციას ის არ აპირებდა. ჯერ ერთი, რევოლუციას ყოველთვის იმ მნიშვნელობით იყენებენ, რომ უნდა რაღაცა გადატრიალება მოაწყოს. რეფორმების რევოლუციაა ფაქტობრივად, ცვლილებები არის რევოლუცია. რა თქმა უნდა, კონკრეტული გეგმით ჩამოდიოდა, რომ გადაერჩინა თავისი ქვეყანა. იმ პერიოდში იყო აქ არჩევნები, ჩამოვიდა შარლ მიშელი, რომელთანაც ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდა ყველას და თითქოს რაღაც შეთანხმებამდე მივიდნენ. მე რამდენადაც მივხვდი, ჩემი შვილი ჩამოვიდა იმიტომ, რომ დაეცვა ეს შეთანხმების პირობები და მეტი არაფერი. ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესებია, ეს ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკური პროცესები არ ნიშნავს გადატრიალებას და სისხლის ღვრას. 2003 წელსაც იყო პოლიტიკური პროცესები, ვადების რევოლუცია, მაგრამ სისხლი არ დაღვრილა," - აღნიშნა გიული ალასანიამ.

უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში გიული ალასანიამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე ისაუბრა. "სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ავანტიურა, რომელსაც ხშირად სირთულეები ახლდა მაგრამ გამოსავალს ვპოულობდით, თუმცა ახლა რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით" - აღნიშნა ალასანიამ. თავის მხრივ, გადაცემაში დიმიტრი გორდონმაც თქვა, რომ სააკაშვილს საქართველოში წამოსვლამდე კითხა შესაძლო დაკავების შესახებაც, ყოფილმა პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ის რევოლუციონერია და ყველაფრისთვის მზად არის.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

 

დღის ამბები