14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მარნეულში აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მარნეულში აქცია გაიმართა. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ადგილზე იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც. სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე არ გამოჩენილან ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები. აქცია პირველ საათზე იყო დაანონსებული, თუმცა დაგვიანებით დაიწყო.

"ჩვენი ქვეყნის 80%-ს უნდა ევროკავშირში, უნდა ცივილიზებულ სამყაროში და შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველგან და საბოლოო ჯამში, ამათმა თავები ითვალონ და ბოლოს რომ ვეღარ დაგვთვლიან, უკვე გვიანი იქნება, იმიტომ, რომ ეს პროტესტი აუცილებლად მოიყრის თავს დედაქალაქში. ამის პირობას ვაძლევ," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები