14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
კომიტეტების მიმართ ბოიკოტი არ არსებობს, ასეთი ინსტრუმენტი ჩვენს რეგლამენტში არ არის, შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა" არაფერს წყვეტს - შალვა პაპუაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და აზრთა სხვადასხვაობას ბოიკოტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის კომიტეტების ბოიკოტს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს არ წყვეტს.  შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი უკვე არასერიოზულია. 

"ბოიკოტზე თავადაც უჭირთ კომენტარის გაკეთება, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც უჭირთ. უკვე არასერიოზული გახდა ბოიკოტის და არა ბოიკოტის საკითხი. ახლაც ვისმინეთ თავიდან, რომ წყვეტდნენ ბოიკოტს, შემდეგ მოვისმინეთ, რომ ნაწილობრივ წყვეტენ ბოიკოტს. მინდა, შევახსენოთ, რომ თუ ისინი კომიტეტზე სიარულს აპირებენ, კომიტეტების მიმართ ბოიკოტი არ არსებობს. ასეთი ინსტრუმენტი ჩვენს რეგლამენტში არ არის. ბოიკოტი შეუძლიათ, გამოუცხადონ პლენარულ სხდომებს. კომიტეტების სხდომებზე ბოიკოტის პროცესში არც იყვნენ, აქედან გამომდინარე, არაფერს არ წყვეტენ. რა თქმა უნდა, დისკუსია მნიშვნელოვანია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც" თუ ფიქრობს, რომ ჩაერთოს ამ დისკუსიაში, ეს მხოლოდ კარგია და მივესალმები", – განაცხადა პაპუაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი იმ პროცესებს, რაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს, არასერიოზულს უწოდებს.

"თუ ნაციონალური მოძრაობის ერთმანეთში დაპირისპირება გამოიწვია ჩვენი ამერიკული კანონის დაინიცირებამ, ამ შემთხვევაში, ისრაელისასაც დავაინიცრებთ, უნგრულსაც დავაინიცირებთ და ძალიან ბევრ კანონპროექტს, თუკი გაღრმავდება ნაცმოძრაობაში დაპირისპირება. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რაც შეეხება ნაცმოძრაობაში არსებულ სიტუაციას, მინდა ვთქვა, რომ მათ ახლა უდგათ დაშლა არ მოშლის პრინციპი. დაიშალნენ, მაგრამ მავნებლობა ვერ მოიშალეს, ვერ მოიშალეს სიზარმაცე. პრაქტიკულად, ნაცმოძრაობა შეიძლებას შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც კი დასჭირდეს უკვე, იმიტომ რომ ახლადარჩეული თავმჯდომარე მარტო დარჩა. გარდა იმისა, რომ არასერიოზულობა უკვე სახეზე გვაქვს, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები