14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
აკია ბარბაქაძე: ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს, პერმანენტულს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ

ძალაუფლება ხალხშია, ძალაუფლების წყარო არის ხალხი, თქვენ - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა, სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

მან სიტყვით გამოსვლისას, პერმანენტული ანტისამთავრობო აქციებიც დაანონსა.

"ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს, პერმანენტულს, ყველა პარტიას დაველაპარაკებით, ნაციონალურ მოძრაობას, შალვა ნათელაშვილის პარტიას... ორშაბათს, არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო. დადგეთ და მოითხოვოთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ. უნდა დავასრულოთ. გამოხვალთ ამდენი? - სამ დღეში დასრულდებიან, გამოხვალთ ნაკლები? - ერთ კვირაში დასრულდებიან, მაგრამ მაინც დასრულდებიან," - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

დღის ამბები