14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი მინისტრობის პერიოდში, არც ერთ სამოქალაქო პირს, სამინისტროში "აიფონი" საჩუქრად არ მიუღია - ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრი სამინისტროსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი კამპანია მიმდინარეობს.

"ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა, დღეს ახალ რეპორტაჟს ამზადებენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცხოვრებაში "აიფონის" მაღაზიაში ნამყოფი არ ვარ და ძველი მოდელის "აიფონი" მაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი მინისტრობის პერიოდში, არც ერთ სამოქალაქო პირს, სამინისტროში "აიფონი" საჩუქრად არ მიუღია. ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედროები დავაჯილდოვეთ "აიფონებით", ასევე, დაჭრილ რამდენიმე სამხედროს ვაჩუქე "აიფონი". რაც შეეხება მეორე პიარკამპანიას - ალკოჰოლს, ეს იყო საჩუქარი, რომელიც სამინისტრომ საახალწლოდ დაღუპული გმირების ოჯახებს გაუკეთა. რაც უფრო აგრძელებთ ამ შავ კამპანიას, უფრო და უფრო მეტ აბსურდში გადიხართ," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

დღის ამბები