14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი შეფუთულია სხვადასხვა სიტყვებით - გამჭვირვალობა, აგენტი და ა.შ - ალექსანდრე რაქვიაშვილი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

საკანონმდებლო ორგანო, მომავალი კვირიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"  კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვებს იწყებს. პარლამენტის წევრებს მოუწევთ არჩევანი "ხალხის ძალის" მიერ პირველად ინიცირებულ კანონპროექტსა და ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგს შორის გააკეთონ.

ოპოზიცია კანონპროექტს ისევ აკრიტიკებს. მათი შეფასებით, ინიციატივა არ შეესაბამება ქვეყნის არჩეულ კურსს. 

"ახალი შემოიტანეს კიდევ, ე.წ. ამერიკული. ეს არ შეესაბამება ჩვენს გაცხადებულ კურსს ევროატლანტიკური ინტეგრაციის," - განაცხადა "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა. 

"კონკრეტული პოლიტიკური მიზანი - არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი, შეფუთულია სხვადასხვა სიტყვებით: გამჭვირვალობა, აგენტი და ა.შ. პრობლემური არის ასევე აღრიცხვის ნაწილი, რომელიც მერე შეიძლება უფრო გაართულონ, მეტი გამჭვირვალობისთვის," - განაცხადა "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

დღის ამბები