ევროკავშირში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ზომები უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის უკეთეს დაცვას "კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში". დახმარების საერთო ღირებულება 30 მილიონი ევროა.