14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში- დიმიტრი ხუნდაძე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე 

ვენეციის კომისიაში დოკუმენტის გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ.

"კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და სამის მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ, ან ამერიკულ ვერსიას.  "ქართული ოცნების" ლიდერები სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ოპონენტები უსაფუძვლოდ, როგორც ქართულ ისე ამერიკულ ვერსიას, ეძახიან რუსულს, არავითარი არგუმენტები არ წარმოუდგენიათ და ისტერიული აკვიატებული, უსაფუძვლო მტკიცებულება, თითქოს ერთიც, ანუ ქართული ვარიანტის და თურმე ამერიკული ვარიანტიც ყოფილა რუსული.  ოპონენტებს ვთხოვდი, რომ წარმოადგინონ არა უსაფუძვლო პოლიტიკური არგუმენტები, არამედ სამართლებრივი არგუმენტები და ისინი შემოვიდნენ მსჯელობაში.

რაც შეეხება, რომ თითქოს ამ კანონპროექტის მიღებით დაზარალდებიან ბენეფიციარები, ზოგს შეუწყდება დაფინანსება, თითქოს პირადი ინფორმაციები იქნება გამოტანილი და ამას გულისხმობს ეს კანონი,- ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც თითქოს ის არის რუსული ვარიანტი,"-აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები