14 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში გადაყვანასთან დაკავშირებით უარყოფს. რატი ბრეგაძემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.

"გუშინ მაქსიმალურად კორექტული ფორმით დავწერე, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა. სიტყვა "ტყუილი" შეგნებულად არ გამოვიყენე, იმ იმედით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ "ხარვეზის აღმოფხვრაზე".

სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა. დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი. ასეთი ქმედება, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის. საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე," - წერს რატი ბრეგაძე.

 

დღის ამბები