20 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
რამდენიმეკილომეტრიანი საცობი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე

რამდენიმეკილომეტრიანი საცობი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე - თითქმის ერთი კვირაა, გამშვებ პუნქტზე ასობით მანქანა გადასვლას ვერ ახერხებს.

შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად მძღოლები ქართული მხარის მიერ დაწესებულ შეზღუდვას ასახელებენ.

დევდორაკის მყინვარზე არსებული მოსალოდნელი სტიქიური უბედურების გამო გამშვებ პუნქტზე მუშაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

ქართული მხარე პასუხისმგებლობას იხსნის და არსებულ საცობს რუსეთის საბაჟოს მუშაობას აბრალებს.

შექმნილი შეფერხების გამო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ პირადად დაინტერესდეს გამშვებ პუნქტზე არსებული სიტუაციით.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ტვირთების შეფერხებული გადაადგილებით ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგება.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები