20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ვაკე-საბურთალოს გზის ნაწილი 15 სექტემბრისთვის აღდგება

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს გზის ნაწილი 15 სექტემბრისთვის აღდგება.

მოძრაობა განახლდება თამარაშვილის ქუჩიდან მიმავალ გზაზე, რომელიც პოლიციის შენობასთან ვაკესა და საბურთალოს მიმართულებებით იყოფა. ასევე გადაადგილება შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნიდან თამარაშვილისკენ მიმავალი გზის ერთ მხარეს. საგზაო სამუშაოებს ორი კონტრაქოტრი კომპანია ატარებს.

აღდგენითი სამუშაოების დაგვიანებით დაწყებაში ადანაშაულებს მერიას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა, უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ სამუშაოები გეგმის თანახმად მიმდინარეობს.

დედაქალაქში საცობების გაჩენას გამორიცხვას თბილისის მერი. დავით ნარმანია მხოლოდ გარკვეულ სირთულეებზე მიუთითებს რასაც, დედქალაქში მანქანების რაიოდენობის ზრდით ხსნის.

გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გზის მეორე მხარის ამოქმედება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. ვაკე-საბუთალოს რეაბილიტირებული გზა სრული დატვირთვით ოქტომბრის ბოლოსთვის გაიხსნება.

ავტორები: სოფო ვარდიაშვილი. 

 

 

 

 

 

დღის ამბები