საბრძნეთში გაუჩინარებულ 25 წლის როლანდ ჯინჭარაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სასჯელს ქურდობისთვის სამი წლის განმავლობაში იხდიდა. 10 დღის წინ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დედის განცხადებით, შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ აღარ აქვს. ჯინჭარაძეების ოჯახი დაკარგულის მოძებნაში დახმარებას საქართველოს საელჩოს სთხოვს.