ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მანიშნებლების და ბარიერების მონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარიერები და საგზაო ნიშნები 50 სკოლასთან უკვე განთავსდა.
ვარკეთილში, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერის მოადგილემ დაათვალიერა.
პროექტს დედაქალაქის მერია არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელშეწყობით ახორციელებს.