20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ადმინისტრაციული თანხების ხარჯზე სოციალურად დაუცველებს მისცეს საშუალება, ზამთარი შუქით გაატარონ", - ირაკლი აბესაძის მოწოდება ნარმანიას

წინასწარი ინფორმაციით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ მერიის სუბსიდირების სქემას მხარს არ დაუჭერს საკრებულოს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამ თემაზე სპეციალური განცხადებაც გააკეთეს.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ, დაახლოებით, 94 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალურ ბაზაშია აღრიცხული, ასევე იმ ოჯახებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ, კომუნალური ვაუჩერი იგივე დონზე შეუნარჩუნდეთ, როგორც ეს მანამდე არსებობდა. ხოლო 70 ათას ქულამდე და სხვა სოციალურად დაუცველებისთვის დამატებით მოხდეს ტარიფის სუბსიდირება, ამისთვის საჭირო იქნება დაახლოებით ის 8 მილიონი ლარი, რომელიც ნარმანიამ შარშანდელ ბიუჯეტის ჩამოჭრა, ამიტომ მოვუწოდებთ, მას საკუთარი ადმინისტრაციული ხარჯიდან, რომელიც, დაახლოებით, 90 მილიონ ლარს შეადგენს, ჩინოვნიკების ფუფუნებასა და კეთილდღეობას ხმარდება, თანხები მოაკლოს და სოციალურად დაუცველებს მისცეს საშუალება, ზამთარი შუქით გაატარონ და არა ჩაბნელებულად, უშუქოდ და სიცივეში,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები