20 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
სუბსიდირების სქემაზე მუშაობას დღეიდან მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი იწყებს

სუბსიდირების სქემაზე მუშაობას დღეიდან მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი იწყებს. გეგმა უახლოეს დღეებში საკრებულოს უნდა გადაეგზავნოს. პროექტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მოსახლეობის რომელ კატეგორიას და სოციალურად დაუცველ რამდენ ოჯახს შეეხება სუბსიდირება.

ასევე რა ფორმით მიიღებენ ისინი დახმარებას და რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა ამისთვის, რასაც შესაბამისად მოყვება ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში.

"მერიის გადაწყვეტილებით, ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს სუბსიდირებას გაუწვეს კორექტირებული დანახარჯის მიმართულებით. რესურსი მოიძებნება, რისი საშუალებითაც პროექტის განხორციელება მოხდება, ეს სხვა პროექტების შეფერხებას არ გამოიწვევს,"-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ.

ლექტროენერგიის სუბსიდირების სქემას საკრებულოში ელოდებიან. 

"სოციალურად დაუცველებს ვაუჩერი გაუორმაგდათ, სუბსიდირებისა და ვაუჩერიზაციის საკითხი ერთობლივად იქნება დამუშავებული იმ დოკუმენტში, რომელსაც დღეს თბილისის მერია ამუშავებს,“-განაცხადა  საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები