კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ტელეკომპანია იმედის არგუმენტები გადაცემების გაუქმების შესახებ გაუგებარია. განცხადება ამის შესახებ კურიერის გადამღებ ჯგუფთან საუბრის დროს კომისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ აბაშიძემ გააკეთა.
აბაშიძის განცხადებით არხის ხელმძღვანელობასთან შედგა კომუნიკაცია, თუმცა ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს არგუმენტები და მიზეზები რის გამოც ორი პოლიტიკური თოქშოუს გაუქმება მოხდა.
აბაშიძე ამბობს, რომ გადაცემების დახურვის მიზეზი მისთვის ბუნდოვანია.
ტელეკომპანია იმედის თანამშრომელი თეონა გეგელია კი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია იმედზე ორი პოლიტიკური თოქშოუს დახურვის მიზეზი.
თავად ინგა გრიგოლია, კი კვლავ ამბობს, რომ მისი გადაცემების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.