20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჯერ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვინაიდან ეს ხვედრითი წილი ზოგადად და კონტრიბუცია ელექტროენერგიის არ არის კრიტიკული, ამიტომ არსებობს სხვადასხვა ბიზნესმოდელი, სხვადასხვა ტექნოლოგია. ამიტომ რთულია ამაზე ან კი ან არა გიპასუხოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და რაც ხელგვეწიფება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები