შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პენსია იზრდება. ისინი სექტემბრიდან 100 -ის ნაცლად 160 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ასეთი საქართველოში სულ 9 ათასი ბავშვია.
იგივე რაოდენობით გაეზრდება პენსია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ათასამდე პირს.
გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.