20 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
13 ივნისის სტიქიის შემდეგ ზოოპარკი 13 სექტემბერს გაიხსნება

ზურაბ გურიელიძე თანამშრომლებთან ერთად 13 სექტემბრისთვის ემზადება. სტიქიიდან 3 თვეში თითქმის განადგურებული ზოოპარკი ბავშვების მიღებას კვლავ შეძლებს.

სტიქიის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიაზე განახლდა ვოლიერებიც, შეკეთდა ღვარცოფისგან გაფუჭებული ატრაქციონების ნაწილი.

ზოოპარკის დირექტორი ბავშვებს სიახლეებს ჯერ ვერ ჰპირდება, თუმცა მოლაპარაკებები ცხოველების ჩამოსაყვანად უკვე დაწყებულია.

დაახლოებით სამ წელიწადში ზოოპარკის ტერიტორია ეკოლოგიურ ზონად გამოცხადდება. ახალი კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ზოოპარკი 48 ჰექტარ ფართობზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა. ახალი ვოლიერებისა და ატრაქციონების გარდა, ტერიტორიაზე მოსასვენებელი პარკიც გაკეთდება.

თბილისის მერმა საქართველოს მთავრობისგან უკვე მიიღო ნებართვა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის შესახებ. პირველი ეტაპი ტერიტორიის შემოღობვას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები