20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლების წითელუბნისა და ხურვალეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებასა და კომპენსაციას ითხოვს.

მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო-საძოვრები საოკუპაციო ზოლს მიღმა მოჰყვა, რის გამოც ისინი ვეღარც საქონელს აძოვებენ და ვერც ხორბალს მოიყვანენ.

ადგილობრივების თქმით ოკუპანტებმა მათ დარჩენილი მოსავლის ასაღებად საოკუპაციო ზოლს მიღმა ერთჯერადად გადასვლის უფლება მისცეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ სხვა დროს ხაზი აღარ უნდა გადაკვეთონ. 

დღის ამბები