15 სექტემბრიდან ახალი გზის ნაწილზე ავტომოძრაობა უნდა აღდგეს. მშენებლები სრული დატვირთვით მუშაობენ და ცდილობენ ვადაში ჩტევას.
ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად მერს მიაჩნია, რომ ყველა სამუშო გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, მაგრამ ახალი გზის სანახევროდ გახსნა სავარაუდოდ არ განმუხრტავს საავტომობილო მოძრაობას თბილისში.
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებულ სვანიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ დრომდე არ არის მოგვარებული.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის დამეწყრილ მონაკვეთებს ამერიკის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ. მათ უნდა დაადგინონ რამდენადაა შესაძლებელი ძველი გზების აღდგენა და საჭიროა თუ არა ალტერნატული გზის აშენება. მათი რეკომენდაციები პარასკევს გახდება ცნობილი.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა