20 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ფოთში დევნილთა ნაწილს ზამთრის მოახლოების ეშინია

ფოთში დევნილთა ნაწილს ზამთრის მოახლოების ეშინია. მშვიდობის ქუჩაზე არსებული დევნილთა საცხოვრებელი დაზიანებულია. დევნილები ამბობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება შიში და უარესის მოლოდინი. 

იძულებით გადაადგილებული პირები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ თუ მთავრობა მათ დახმარებას ვერ შეძლებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად მათი პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება და ზამთარს გასული წლების მსგავსად ელექტროენერგიის გაზისა და წყლის გარეშე შეხვდებიან. 

პრობლემების შესახებ საქმის კურსში არიან დევნილთა სამინისტროში, თუმცა სანამ მშვიდობის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარებიან ჯერ სხვა განცხადებები აქვთ დასაკმაყოფილებელი. 

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი

დღის ამბები