20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ფშავ-ხევსურეთში დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს

დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება. დაცული ტერიტორიები ფშავ-ხევსურეთში შეიქმნა. შატილსა და მუცოში ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის აშენება იგეგმება.

პირიქეთა ხევსურეთში სოფელ როშკაში კი - საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

პროექტის განხორციელების ადგილები გარემოს დაცვის მინისტრმა დაათვალიერა. პროგრამა გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მშენებლობა 2016 წლის აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა კი - ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით შემოსავლებს უზრუნველყოფს.

დღის ამბები