20 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განიხილავენ ათობით კლუბის ერთდროულ მოთხოვნას არცევნებში ხმის უფლების მინიჭების შესახებ. 

აღნიშნულ საკითხზე აღმოასკომის წევრებმა რამდენიმე დღის წინაც იმსჯელეს და კლუბებს მეტი დასაბუთებისთვის დრო მისცეს. დაასაბუთეს თუ არა კლუბებმა თავიანთი მოთხოვნები და გაითვალისწინებენ თუ არა სხდომაში მონაწილე პირები მათ დასაბუთებას უცნობია. 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 24 კლუბს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამავე მოთხოვნით კიდევ რამდენიმე კლუბი შეუერთდა. 

ამასთან სხდომაზე დელეგატების შეცვლის საკითხსაც განიხილავენ, როგორც კურიერისთვის არის ცნობილი დელეგატთა ნაწილმა ჯარში გამოძახება ზოგმაც კი ჯარში გამოძახება მოიმიზეზა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობდა დატოვა. დამატებით ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე. 

დღის ამბები