ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უკვე მეორედ მიმართავს კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და მოუწოდებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოქალაქეებს სესხების რესტრუქტურიზაციაში დახმარება აღმოუჩინონ.
გიორგი ქადაგიძეს არ უკვირს, რომ მოქალაქეებს რომლებსაც სესხი 30 პროცენტით გაუძვირდათ, სესხის გადახდაზე პრობლემები ექმნებათ.
”საქართველოში ჩვენ მივიღეთ ეკონომიკური შოკი. ამ პროცესით ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. ნაწილ მათგანს უჭირთ სესხის თავდაპირველად მომსახურება. არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ მათ ეს უჭირთ. პირიქით გასაგებია როდესაც სესხი 30 პროცენტით გიძვირდება. უნდა მოხდეს რესტუქტურიზაცია, ამისთვის საბანკო სექტორი უნდა იყოს ღია,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.