ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეროვნული ბანკის ინიციატივას იზიარებს და კომერციულ ბანკებს სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცადება, რომელიც მოსახლეობისათვის რთულ მდგომარეობაში დახმარების აღმოჩენას ისახავს მიზნად.
”ამ ინიციატივას ჭირდება მხარდაჭერა. ათიათასობით ადამიანი დგას მძიმე პირობებში. მათ სესხი აქვთ დოლარში, შემოსავალი თუ აქვთ რამე დარჩენილი ლარში. ასეთ დროს მთავრობა არაფერს აკეთებს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ამ დროს რომ თვითონ კომერციულმა ბანკებმა გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა,” - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.