20 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
”თუ ბანკები კეთილ ნებას გამოიჩენენ კარგია, მაგრამ დავალება რომ ეს გააკეთონ უკანონობაა,”- თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის ინიციატივაზე

”თუ ბანკები კეთილ ნებას გამოიჩენენ კარგია, მაგრამ დავალება რომ ეს გააკეთონ უკანონობაა,”- ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი პარლამენტში თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ინიციატივას. 

გიორგი ქადაგიძე მოუწოდებს კომერციულ ბანკებს გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმარონ მოქალაქეებს სესხების რესტრუქტურიზაციაში. 

”მივესალმები ნებისმიერი ბანკის კეთილ ნებას რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. მაგრამ დავალება ვინმემ ვინმეს რამე აპატიოსიქნება უკანონობა და უხეში ჩარევა მათ საქმიანობაში,” - ამბობს თამაზ მეჭიაური. 

 

 

დღის ამბები