20 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
რთველი კახეთში სკანდალებით იწყება - ვაზის გაჩეხვა, მოსავლის განადგურება და ბოიკოტი არჩევნებს

კახელები ყურძნის მოსავლის განადგურებით იმუქრებიან. მათ დღეს პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. გურჯანელი გლეხები ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ.

გლეხები დაბალ ფასთან ერთად მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებენ, რდგან ქარხნებს ყურძნის მიღება ჯერ არ დაუწყიათ.

კახელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების ბოიკოტით იმუქრებიან. 

კახელებს ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რთველი2015 წარმატებით ჩაივლის. თუმცა, გლეხებს დახმარებას მხოლოდ ჭარბი ყურძნის დარჩენის შემთხვევაში ჰპირდებიან.

ხელისუფლება არც ფასების რეგულირებაში ჩართვას გეგმავს, მაგრამ აცხადებენ, რომ გლეხები მოსავალს მომგებიანად ჩააბარებენ.

 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

 

დღის ამბები