20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ქართველ მეღვინეებს ფინანსური პრობლემები აქვთ

ღვინის მწარმოებლები მოსალოდნელ გაკოტრებაზე საუბრობენ.

შპს ჯიველი ღვინის ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობის მიერ გაცემული დაპირების შემდეგ წარმოება გააფართოვა. იმის იმედით, რომ რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ პროდუქციის გატანას შეძლებდა, ახალი ქარხანაც ააშენა. დღეს კი მის კომპანიას ფინანასური პრობლემები აქვს.

ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რუსულ ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულები, პრობლემები შეექმნათ. ღვინის ექსპორტის შემცირებას ადასტურებს ღვინის ეროვნული სააგენტოც.

კომპანიებისა და მევენახეების პრეტენზიებს ხელისუფლებაში არ იზიარებენ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ საქართველოს ურთიერთობებში, ზურაბ აბაშიძე, ამბობს, რომ რუსულ ბაზარზე აქცენტის გაკეთება მეღვინეებისთვის მთავრობას არასდროს ურჩევია.

პრობლემებს ქართული ღვინის ექსპორტში სწორედ მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს ოპოზიცია.

ღვინის კომპანიების გარდა, პრობლემები ექმნებათ მევენახეებსაც. ღვინის ექსპორტის შემცირებას ადგილობრივ ყურძენზე მოთხოვნის შემცირებაც ბუნებრივად მოჰყვა.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები