20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიხურა ჩემი გადაცემები”- ინგა გრიგოლია

"ეს ამბავი გადაწყდა სოლოლაკში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიხურა ჩემი გადაცემები. მეგობრებო, ნუ ”გააპრავებთ” ამ გდაწყვეტილებას. მე მგონია, 2 წლის მერე თქვენ იქნებით ოპოზიციაში,” - ეს განცხადება ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. 

”მე ვამბობ, რომ ეს სოლოლაკში გადაწყდა. ხელისუფლებაში ეს ყველას აზრი არ იყო. მე არ ჩავაგდებ უხერხულობას, რომლებთანაც ამ დღეებში მქონდა კავშირი. მე მათ ვუთხარი, 9 წლის განმავლობაში მაშინდელი ოპოზიციის და ახლა ხელისუფლების წევრები აპროტესტებდნენ, როდესაც სააკაშვილი გადაცემას მიხურავდა. მაშინ ამბობდნენ, რომ თავისუფალ სიტყვას ებრძვიანო. კი, მაშინ ებრძოდნენ თავისუფალ სიტყვას. ამიტომაც შევეხმიანე ზოგიერთ მათგანს და ვკითხე, დღეს "ვაპრავებთ" თუ არა ამ ყველაფერს? მათ მითხრეს, რომ არაფერი არ იციან და არ ჩარეულან ამ პროცესებში. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ჩემი გადაცემის მიმართ,”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ტელეწამყვანმა მმართველი გუნდის წევრებს და მედიაექსპერტებსაც მიმართა. 

”მედიაექსპერტებს და ხელისუფლებიდან პოლიტიკოსებს მივმართავ, - მეგობრებო, ძალიან ნუ "გააპრავებთ" ამ ყველაფერს. ამას ჰქვია გადაცემების დახურვა. ნუ "გააპრავებთ" ამას. თქვენ
ორი წლის მერე ხმამაღლა ილაპარაკებთ ამ მოვლენებზე.  მე მგონია, რომ თქვენ იქნებით ოპოზიციაში და გაიხსენებთ, როგორ დახურეს 29 აგვისტოს 2 წუთში 2 პოლიტიკური გადაცემა,” - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. 

 

 

დღის ამბები