20 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
"ამ დრომდე ველოდები პასუხს, დახურეს თუ არა ჩემი გადაცემა” - ეკა მიშველაძე

”უხერხული ყოფილა გათხოვება, სელფი კოლეგა ჟურნალისტთან ... ამ დრომდე ველოდები პასუხს, დახურეს თუ არა ჩემი გადაცემა,” - ეს განცხადება ტელეწამყვანმა და ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრმა, ეკა მიშველაძემ, რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა. 

თოქშოუ არჩევანში საუბრის დროს მიშველაძემ განაცხადა, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვა ტელეკომპანია იმედში და მისი გადაცემის შესაძლო დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დროში ერთმანეთს დაემთხვა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მოსაზრებას, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია.  

მიშველაძე იხსენებს, რომ გათხოვების შემდეგ მას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა დაურეკა და მიულოცა. თუმცა, როგორც მიშველაძე ამბობს, მაშინ გენერალურ დირექტორს არ უსაუბრია მისი გადაცემის შესაძლო დახურვაზე. 

"ძალიან დიდი მოთმინებით ველოდები პასუხს. მე მქონდა მცდელობა, გამერკვია და მიმეღო პასუხი, თუმცა უშედეგოდ. საინტერესოა ის, რომ, როდესაც მე და ბუკა პეტრიაშვილმა საჯაროდ განვაცხადეთ დაქორწინების შესახებ, მივიღე ზარი გენერალური დირექტორისგან, გიორგი ბარათაშვილისგან. მაშინ მე ვიყავი შვებულებაში. ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგრამ საუბარი არ შეხებია იმას, რომ ჩემი გათხოვება რაიმე უხერხულებას ქმნიდა. ამ ყველაფერზე საუბარი არ ყოფილა მანამდე, სანამ იმედზე  ინგა გრიგოლიას გადაცემა არ დაიხურა და ამის შემდეგ დაიწყო საუბარი, რომ ეკა მიშველაძის გადაცემა იხურება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს. მედიასთან მიმართებაში რაც ხდება, ვგულისხმობ რუსთავი2-ს, ინგას გადაცემების დახურვას და ვგულიხსმობ ჯერ კიდევ აგორებულ ჭორს ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით. უბრალოდ, მე არ შემიძლია, ოფიციალურად ვთქვა, რომ ჩემი გადაცემა დახურულია,” - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

 

 

 

 

დღის ამბები