იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სააპელაციო გამოსახლების აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა გვიანობამდე გაგრძელდა.
სხდომას საბანკო სფეროს, მიკრო საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათი აზრით, დოკუმენტი ბევრ ხარვეზს შეიცავს და დასახვეწია. როგორც აცხადებენ, ის გააჭიანურებს გამოსახლების პროცესს და პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოსა და მესაკუთრეს.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს თანხმობის გარეშე ე.წ. საპოლიციო წესით პირს ვეღარ გამოასახლებენ.