თბილისობის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
8 ხმით ნინო ლელაშვილის კონცეფციამ გაიმარჯვა. მას 14 ათასი ლარი, მეორე ადგილის მფლობელს - 9 ათასი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 7 ათასი ლარი გადაეცემა.
დაჯილდოების ცერემონიას დედაქალაქის მერი, მთავრობის წევრები და გამარჯვებული კონცეფციების ავტორები დაესწრნენ.
„წელს ჩვენ ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვეყოლება, გარდა იმისა, რომ მაღალია ინტერესია ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი თბილისობა გვექნება,“ - განაცხადა თბილისი მერმა დავით ნარმანიამ.
წელს თბილისობა 17-18 ოქტომბერს გაიმართება.