მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრაილერი ამობრუნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქორწინების სახლთან მოხდა. შემთხვევის გამო მტკვირს მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
როგორც ცნობილია, ავტოავარიისას არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. ტრაილერის მძღოლის თქმით, ფოთიდან მოჰქონდა განსაბაჟებელი ტანსაცმელი გეზ-ში მიჰქონდა.
ამ დროისთვის სატვირთო მანქანა უკვე გაიყვანეს ტერიტორიიდან და მოძრაობა აღდგენილია.