ამფითეატრი, სოციალური კაფე, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემო, - ეს ორგანიზაცია მზიანის დამფუძნებლის ანა გოგუაძის მზიურის განახლების საკუთრი ვერსიაა, რომელსაც ქალაქის მთავრობას სთავაზობს.
ორგანიზაცია მზიანი იდეის განხორციელებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მერია მათ იჯარისგან გაათავისუფლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური პროექტი ვერ განხორციელდება. ახალი მზიურის ბედი ჯერ განხილვის პროცესშია.
მერიას და საკრებულოს გადაწყვეტილებას მისაღებად და საპასუხოდ ერთი თვე აქვთ.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა