კახელი მევენახეები დაგვიანებულ რთველზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ყურძენი ვაზზე ხმება, ქარხნები კი ამ დრომდე არაერთი პროტესტისა და მოთხოვნის მიუხედავად არ გახსნილა.
დაგვიანებული რთველის პრობლემას სიღნაღის რაიონის ყველა მევენახეს უქმნის. ამის გამო ბოლო ორი დრის განმავლობაში რაიონის პერმანენტული აქციები გაიმართა. კონკრეტული პასუხი გლეხებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ამ აქციებზე ვერ მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რთველისთვის მზადება დაგეგმილად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. მევენახეების პროტესტს კი უწყებაში ხელოვნურად მართულს უწოდებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებს საჭირო ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზით სარგებლობა შესთავაზა. რა პასუხს მიიღებენ გლეხები ამ ნომერზე დარეკვის შემდეგ ამით კურიერიც დაინტერესდა.
ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მევენახეებსა და საწარმოებს შორის კოორდინაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაევალათ. სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის რწმუნებულს კურიერი ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა გლეხის დახმარება ვერც მან შეძლო. ტელეკამერის წინ კი მან განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მევენახეებს ყველაფერში ეხმარება.
ავტორები: ეკა გაგუა, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი.