თურქეთის სამხრეთით დაწყებული არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი ქურთი სეპარატისტების მიერ ავტობუსის აფეთქება გახდა, რა დროსაც 13 პოლიციელი გარდაიცვალა. თურქული ჟანდარმერია ადგილობრივებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. ალანიისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლების უმეტესობა ღამით გარეთ გამოსვლას ერიდება.
ადგილობრივების გარდა თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ ქართველებსაც, რომლებიც ამ დროისთვის ანტალიის პროვინციაში სამუშაო ან ტურისტული მიზნით იმყოფებიან. თურქეთში მყოფი ქართველების ცნობით, სიტუაცია ქალაქებში ღამით განსაკუთრებით იძაბება.
კურიერის ინფორმაციით, ალანიაში 7 ქართველი იმყოფება. ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ქართველი რჩება თურქეთის კურორტებზე ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას ანტალიის პროვინციაში არსებულ მდგომარეობაზე არ ფლობენ საქართველოს საელჩოშიც.
ადგილობრივებმა ქურთი მეპატრონეების მაღაზიები და დაწესებულებები გადაწვეს. ისინი ქურთებით დასახლებულ უბნებში მოძრავ ავტობუსებს თავს დაეხსნენ.
თავდასხმები განხორციელდა ქურთი სეპარატისტების მხარდამჭერ პარტიის შტაბებზეც. დაარბიეს და დაწვეს მათი ოფისები. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრი, ბაზარი, რესტორნები და სახელოსნოებიც გადაწვეს. პოლიციამ მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გზი გამოიყენა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.