20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
სტალინი გორში ბრუნდება - მუზეუმის მიმდებარე პარკში კვარცხლბეკი მზად არის

გორში მუზეუმის მიმდებარე პარკში კვარცხლბეკი დადგეს, სადაც ხვალ სავარაუდოდ ძეგლი აღიმართება. გორის მუნიციპალიტეტში ინფორმაციას არ ადასტურებენ. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება არც საკრებულოს და არც მერიას მიუღია.

ქალაქის ერთ–ერთი სუპერმარკეტის ვიტრინებს კი ასევე იოსებ ჯუღაშვილის პორტრეტი ამშვენებს. სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, რომ პლაკატი ტურისტების მოზიდვის მიზნით გააკეთეს.

სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის დიდი ნაწილი სტალინის პირად ნივთებს ეთმობა. აქ ძირითად სუვენირები და დიქტატორის მინიატურული ბიუსტები იყიდება.

დაწესებულების მფლობელი სპორტსმენი გიორგი კანდელაკია, რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები