20 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
კახეთში "რთველი - 2015" იწყება - გლეხები დაგვიანებულ რთველზე საუბრობენ

კახეთში "რთველი - 2015" იწყება. ხელისუფლება დღეიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან დაიწყებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსავლის ჩაბარება 4 საწარმოში იქნება შესაძლებელი.

უკვე ცნობილია ფასებიც. სახელმწიფო მწიფე ერთ კილოგრამ რქაწითელში და კახურ მწვანეში 25 თეთრს გადაიხდის, რასაც დაემატება სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი, რაც ჯამში 60 თეთრს შეადგენს. ასევე, ერთ კილოგრამ საფერავში მევენახეს 60 თეთრს გადაუხდის, სუბსიდიის ჩათვლით კი 75 თეთრს.

გლეხები ყურძნის დაბალ ფასად ჩაბარებას აპროტესტებენ და დაგვიანებულ რთველზე საუბრობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები