ამ დრომდე უცნობია რამდენი ქართველი რჩება თურქეთის კურორტებზე.
ქვეყნის სამხრეთით ადგილობრივების გარდა თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ იმ ქართველებსაც, რომლებიც ამ დროისთვის ანტალიის პროვინციაში სამუშაო ან ტურისტული მიზნით იმყოფებიან.
მათი თქმით, ისინი უსაფრთხოების მიზნით ქალაქში სიარულს ერიდებიან.
პროვინციაში ვითარება წუხელ ისევ დაიძაბა. ალანიაში მცხოვრები ქართველის თქმით, მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთით დაწყებული არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი ქურთი სეპარატისტების მიერ ავტობუსის აფეთქება გახდა, რა დროსაც 13 პოლიციელი გარდაიცვალა.