ხანძარი იყო ბუდაპეშტის ქუჩის 27 ნომერში. დაიწვა ოთხი ავტოფარეხი. ხანძრის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, მას კიდურების მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ხანძრის დროს ავტოფარეხები ცარიელი იყო და იქ ძირითადად ნივთები ინახებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.