ოპოზიცია ყურძნის ჩაბარების პრობლემის მოგვარებაში პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები კოლეგებისგან რთველთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას ითხოვენ აგრარული კომიტეტის სხდომაზე რომლიც ამ წუთებში იწყება.
კომიტეტის დღის წესრიგში ეს საკითხი არ ზის. კომიტეტის სხდომაზე იმყოფებიან კახეთიდან ჩამოსული გლხებიც, რომლებმაც სხდომაზე დასწრების თხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართეს.
”კახეთში უმძიმესი მდგომარეობა. გლეხები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. გლეხები ყურძენს ვერ აბარებენ. გვაინტერესებს მმართვლი გუნდის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით,” - აცხდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი.
ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში იქ ფიქრობენ, რომ მთავრობა სწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს.
”სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი გლეხების და მეწარმეების მიმართულებით. რუსეთის ემბარგოს შემდეგ კომპენსაცია გაიცემოდა ეს სოციალური პროექტი იყო. ჩვენ თუ სამომავლოდ გვინდა, რომ განვითარდეთ მაღალხარისხიანი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ,” - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.
სწორედ სამხარაულმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმსჯელებს, თუ არა კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაყენებულ წინადადებაზე.
ავტორი: თეონა ცხომელიძე