20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
მოხდება თუ არა ყურძნის ფასის სუბსიდირების გადახედვა-მევენახეებმა დეპუტატებისგან პასუხი ვერ მიიღეს

მევენახეები დღეს აგრარულ და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ყურძნის ფასის 1 ლარამდე გაზრდასა და ქარხნების მიერ პროდუქციის ჩაბარების დროულად დაწყებას ითხოვდნენ. სხდომა პოლიტიკური ბრალდებების ფონზე წარიმართა.

ოპოზიცია რთველთან დაკავშირებულ პრობლემებს ხელისუფლების არასწორ მუშაობას უკავშირებდა, უმრავლესობის წევრები კი წინა ხელისუფლების პერიოდში იგივე პრობლემების არსებობაზე საუბრობდნენ.

პასუხი მთავარ კითხვაზე-"მოხდება თუ არა სუბსიდირების თანხის გადახედვა?" გლეხებმა დღეს ვერ მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარემ მათ მხოლოდ ორშაბათს, იგივე ფორმატში სოფლის მეურნეობის სამინსიტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა შესთავაზა.

მევენახეებს პარლამენტში ორშაბათსაც ელოდებიან.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები