საქართველომ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად, რომელიც უკვე ოსკარის ნომინანტებს შეარჩევს, ლევან თუთბერიძის მოირა შეარჩია.
ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
პროფესიულმა ჟიურიმ, რომელშიც კულტურის მინისტრის მოადგილე, მსახიობები და კინომცოდნეები შედიან, არჩევანი ორ ფილმს შორის გააკეთა. ეს ფილმებია: მოჰსენ მახმალბაფისპრეზიდენტი (დიქტატორი კარგავს ძალაუფლებას, როდესაც მისი ქვეყანა რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდება) და ლევან თუთბერიძის მოირა (ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია პატარა თევზსაჭერს, რომლითაც საარსებო ფულის შოვნას აპირებენ მეთევზე ძმები, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია).
კენჭისყრა დახურული ფორმატით გაიმართა. არჩევანის გამოცხადების შემდეგ კი ჟიურის წევრებმა განმარტეს, რომ ლევან თუთბერიძის მოირა წარმატებას მოიპოვებს, რადგან ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
ლევან თუთბერიძის ფილმის მწარმოებელი ქვეყანა საქართველოა.