26 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
ფედერალური მთავრობა გვატყუებს ყველაფერს უკრაინის შესახებ, ომის რეალური მიზეზი არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა - რობერტ კენედი უმცროსი

დღეს არის საშინელი ზიზღი და პოლარიზაცია საზოგადოებაში, რაც მთავრობის არაკეთილსინდისიერების და ტყუილის შედეგია - ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა Judging Freedom-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მან ასევე CIA-ის რეფორმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს კონკრეტული დეპარტამენტები შანტაჟში, ლიდერების მკვლელობებში, არჩევნების გაყალბებასა და პროპაგანდაში დაადანაშაულა.

მან ISIS -ის ტერორისტულ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამერიკის სპეცსამსახურებმა შექმნეს.

რობერტ კენედი უმცროსი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ომი ამერიკას რუსეთის ჯარის დასასუსტებლად და რეჟიმის შესაცვლელად სჭირდება.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ახლა იმდენი სიძულვილი, რისხვა და პოლარიზაციაა, რასაც სხვა ძალებთან ერთად, ხელს უწყობს სოციალური მედია. ეს ფედერალური მთავრობის არაკეთილსინდისიერებითაა გამოწვეული. ყველაზე მიტაცებული სააგენტო CIA-ა. ჩემი ბიძა კუბასთან ომში CIA-იმ შეიტყუა. მამაჩემი ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გამოესწორებინა CIA. ის ამბობდა რომ მათ უნდა განეცალკევებინათ ამ უწყების შპიონაჟის ფუნქცია, რაც ლეგიტიმური ფუნქციაა. CIA-ის კონკრეტული დეპარტამენტები დაკავებულები არიან შანტაჟით, ლიდერების მკვლელობებით, არჩევნების გაყალბებით და პროპაგანდით.

არ არსებობს კონტროლი მათ ქმედებებზე. ედვარდ სნოუდენი და ჯულიან ასანჟი ჯაშუშებად აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამოცხადდნენ. ტერორისტული ორგანიზაცია ISIS კი ამერიკის სპეცსამსახურებმა შექმნეს. ფედერალური მთავრობა გვატყუებს ყველაფერს უკრაინის შესახებ, ომის რეალური მიზეზი არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა," - განაცხადა რობერტ კენედიმ (უმცროსმა).

დღის ამბები