20 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
13 ივნისს სტიქიით დაზარალებული წყნეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვე გავიდა, მაგრამ ზოგიერთი დაზარალებული ოჯახი დღემდე დახმარების მოლოდინშია.

13 ივნისის სტიქიამ წყნეთის რამდენიმე მოსახლის ეზო ჩაიტანა, რაც იმ სანიაღვრე სისტემის კოლექტორის მწყობრიდან გამოყვანამ განაპირობა, რომელშიც თითქმის მთელი წყნეთის კანალიზაცია გაედინება და ვერეს ხეობაში იღვრება. სტიქიამ ამ ოჯახების ეზოები საერთო ხრამში ჩაიტანა და ახლა დიდი რაოდენობით ფეკალური მასები მათ ეზოში იღვრება.

სტიქიიდან 3 თვე გავიდა და დაპირებები კოლექტორის მოწესრიგებასთან და ეზოების აღდგენასთან დაკავშირებით არ შესრულებულა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პრობლემის ამ დრომდე მოუგვარებლობას რთულ საინჟინრო გადაწყვეტილებას აბრალებს.

წყნეთის საკანალიზაციო კორექტორისა და ჩახერგილი ეზოების რეაბილიტაციისთვის მერიამ 110 ათასი ლარი უკვე გამოყო. პრობლემის მოგვარებას, როგოც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, 45 დღე სჭირდება. თუმცა, უცნობია, როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები.

 

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე

დღის ამბები